Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის მიმდინარეობას გაეცნო

მარშალ პრესი 06/05/2025
950

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად  გაეცნო და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულა. 

სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი წარუდგინა და სწავლების კონტროლის, ინტენსივობისა და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.   

ირაკლი ჩიქოვანი პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მართვის ცენტრსაც ესტუმრა. მინისტრი ადგილზე დააკვირდა ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს, რომლებიც სიმულაციური სცენარის მიხედვით, კრიზისებისა და საომარი მოქმედებების მართვასა და კონტროლს ახორციელებენ, ასევე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მოქმედებათა სინქრონიზაციას უზრუნველყოფენ.

თავდაცვის მინისტრი JTEC-ის  შტაბის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ ავტოსატრანსპორტო და სიმულაციურ საშუალებებს გაეცნო. აღნიშნული საშუალებები, კონსტრუქციული, საველე და ვირტუალური სიმულაციური საშუალებების გამოყენებით, საწვრთნელი ქვედანაყოფებისთვის ინტეგრირებული რეალური საწვრთნელი გარემოს შექმნას  უზრუნველყოფს.

JTEC-ში ვიზიტის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს  „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის აღსრულების მხარდაჭერისთვის JTEC-ის სასაჩუქრე დაფები გადასცეს.

Post navigation

Previous: ამერიკის კონგრესმა მიიღო საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი
Next: მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.