Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული

მარშალ პრესი 06/05/2025
davit chikhelidze

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, შეგვიძლია ე.წ. „მეგობარი აქტი“, ტრამპის თავისუფლების ხარისხის და „დიფ სთეითის“ გავლენების საზომ ინდიკატორად მივიჩნიოთ, თუ აღნიშნულ დოკუმენტს ტრამპი ხელს მოაწერს ის არაფორმალურად აღიარებს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში დამარცხდა.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, მიღებული კანონპროექტის სრული სათაურია ასეთია: “საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“ დოკუმენტის ოფიციალური სახელიდან ნათლად ჩანს, რომ არანაირი მეგობარი აქტი არ არსებობს.
წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება, სენატის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი, ხელის მოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს. შეგვიძლია ე.წ. მეგობარი აქტი, ტრამპის თავისუფლების ხარისხის და დიფ სთეითის გავლენების საზომ ინდიკატორად მივიჩნიოთ, თუ აღნიშნულ დოკუმენტს ტრამპი ხელს მოაწერს ის არაფორმალურად აღიარებს, რომ დიფ სთეითთან ბრძოლაში დამარცხდა და მხოლოდ ფასადური ცვლილებების ძალა აღმოაჩნდა, ხოლო ტრამპის მიერ ხელის არ მოწერის შემთხვევაში, ის დიფ სთეითის დამარცხებას დაადასტურებს. ფაქტი ერთია, აშშ საქართველოს მიმართ, არასამართლიანი პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს, აშშ-ს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას“, – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო ყველანაირ ხერხს მიმართავ? – ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას
Next: პრემიერ-მინისტრმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დანიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025