Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს – თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის წარმომადგენელი

მარშალ პრესი 06/05/2025
levan gigineishvili1

არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს, – განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

მისი თქმით, ზურაბიშვილი ამბობს იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიმართლედ არ მიიჩნევს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებსაც მისი ლოზუნგების არ სჯერათ.

„[ზურაბიშვილი] იმას ამბობს, რაც ქართველი მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ არ არის მართალი. არჩევნების გაყალბებას იძახის და თან თქვა, რომ გაყალბდა არჩევნები ეგრევე, დაუსაბუთებლად. რომ გამოცხადდა შედეგები, ხან ერთი რაღაც თქვეს, ამის გამო გაყალბდაო, ხან – მეორე, ვერც კი შეთანხმდნენ თავიდან. მერე ლაქაზე თქვეს, რაღაც სისულელე, ლაქის გაჟონვაზე. ეუთო-ს ანგარიშში წერია, მაქსიმუმ 6 % შესაძლო გაყალბება შეიძლება მომხდარიყოო, ამიტომ, არ იყო დასაჯერებელი მათი ეს ყიჟინა, რომ გაყალბდა არჩევნები. ამიტომ, თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის ხმის წარმომადგენელი“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

Post navigation

Previous: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება
Next: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.