Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სისტემურად მწამებელი “ნაცები” არ ეშვებიან ტრაგედიებით ბინძურ სპეკულაციებს

მარშალ პრესი 05/05/2025
gia abashidze

ამორალურობის ფსკერის ფსკერზე იმყოფებიან ის ნაცპერსონაჟები და მათი ლაქია “ჟურნალისტები”, რომლებიც უნამუსოდ აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პატიმარი გიორგაძე წამების მსხვერპლი იყო. არაადამიანური მოპყრობის სტრუქტურის შემქმნელები და მათი დამქაშები ბედავენ და უტიფრად იგონებენ ამაზრზენ ტყუილებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სისტემურად მწამებელი “ნაცები” არ ეშვებიან ტრაგედიებით ბინძურ სპეკულაციებს, ჯალათობდნენ პატიმრებზეც და ახლა დეზინფორმატორობენ ბრალდებულ იოსებ გორგაძის ტრაგედიაზე.

„სისტემურად მწამებელი “ნაცები” არ ეშვებიან ტრაგედიებით ბინძურ სპეკულაციებს, ჯალათობდნენ პატიმრებზეც და ახლა დეზინფორმატორობენ ბრალდებულ იოსებ გორგაძის ტრაგედიაზე. ამორალურობის ფსკერის ფსკერზე იმყოფებიან ის ნაცპერსონაჟები და მათი ლაქია “ჟურნალისტები”, რომლებიც უნამუსოდ აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პატიმარი გიორგაძე წამების მსხვერპლი იყო. არაადამიანური მოპყრობის სტრუქტურის შემქმნელები და მათი დამქაშები ბედავენ და უტიფრად იგონებენ ამაზრზენ ტყუილებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, გლდანის ციხეში მოთავსებული იოსებ გიორგაძე იმყოფებოდა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.

ხსენებულ ბრალდებულს ან მის უფლებადამცველს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და გლდანის ციხის ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი უფლებების დარღვევაზე არ დაუფიქსირებიათ.
ჩხუბისა და ძალადობის ფაქტები არ დასტურდება.

2025 წლის 23 იანვარს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ბრალდებული გიორგაძე სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებულის ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით“, – წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: “მგელი არ მოიშლის მგლობას”-ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ
Next: პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025