Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლობას აგრძელებს, ისინი პატიმრის სიკვდილით მანიპულაციას და პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ

მარშალ პრესი 05/05/2025
davit chikhelidze

პატიმრის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია, სიკვდილს ჩასაფრებული ადამიანების პოზიციაა, რომლებიც მისგან სარგებლის მიღებას და საზოგადოებაში ყალბი აღქმების გაჩენას ცდილობენ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრის იოსებ გორგაძის გარდაცვალებას.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, პატიმარ იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი.

„პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობა, მავნებლობას აგრძელებს, ისინი პატიმრის სიკვდილით მანიპულაციას და პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
პატიმრის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია, სიკვდილს ჩასაფრებული ადამიანების პოზიციაა, რომლებიც მისგან სარგებლის მიღებას და საზოგადოებაში ყალბი აღქმების გაჩენას ცდილობენ.

პატიმარ იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი, მესმის მისი ოჯახის წევრების, მაგრამ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს! სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მისი დაზიანება, შემაღლებული ადგილიდან(საპირფარეშო) გამოვარდნამ გამოიწვია, რაც სხეულის მძიმე დაზიანებაში აისახა, გამოძიება მყისიერად დაიწყო, პროცესში აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველის აპარატი. გამოძიების არცერთ ეტაპზე, ცემის ფაქტი არ დადასტურდა! ხელის სახელმწიფოსკენ გაშვერა, არასწორი და ამორალურია.“ – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბესიკ დანელია
Next: “მგელი არ მოიშლის მგლობას”-ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025