Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი ე.წ ზილების რევოლუციის საქმეზე: ეს იყო რეჟიმის შემზარავი სახე, სადაც არ არსებობდა ადამიანის არც ერთი უფლება და თავისუფლება

მარშალ პრესი 05/05/2025
sozar

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გოჩა კაკოიშვილის უფლებების შელახვის განხილვისას, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს მედიის მუშაობის პრინციპი გაიხსენა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნაწამები გოჩა კაკოიშვილის ამბის მოსასმენად ყველა ტელევიზია მივიდა, თუმცა მხოლოდ ერთმა მცირე ტელევიზიამ გააშუქა.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის შემზარავი დუმილი, რაც მაშინ ქართულ მედიაში იყო გამეფებული. როდესაც ასეთ ნაწამებ ადამიანთან მიდიან ჟურნალისტები ყველა ტელევიზიიდან და ბოლოს არც ერთი, ერთი პატარა ტელევიზიის გარდა, არ აშუქებს ამ ფაქტს, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს რეჟიმის შემზარავ სახეს, სადაც არ არსებობდა ადამიანის არც ერთი უფლება და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არათუ არ არსებობდა, უარესი – მედია მთლიანად რეჟიმის სამსახურში იყო ჩამდგარი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მათი დამქაშები – არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი
Next: ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბესიკ დანელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025