Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა არ შეესაბამება სიმართლეს – არანაირ ცემასა და წამებას ადგილი არ ჰქონია და ნუ ითამაშებთ ადამიანების ემოციებზე

მარშალ პრესი 05/05/2025
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრის იოსებ გორგაძის გარდაცვალებას ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მისი ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა არ შეესაბამება სიმართლეს, გორგაძე არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად პენიტენციური დაწესებულების საპირფარეშოში დაეცა რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება (დაარტყა თავი) და მიუხედავად იმისა, რომ დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაყვანილი იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. მისი ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა არ შეესაბამება სიმართლეს, არის ტყუილი.

იოსებ გორგაძე არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად პენიტენციური დაწესებულების საპირფარეშოში დაეცა რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება (დაარტყა თავი).
ის დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მორჩით ამ თემით სპეკულაციას. არანაირ ცემასა და წამებას ადგილი არ ჰქონია და ნუ ითამაშებთ ადამიანების ემოციებზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩემი წამება, ცემა, როგორი ვიყავი ყველაფერი გადაღებულია, ამის ვიდეო კადრები არსებობს. ნებისმიერს შეუძლია ნახოს თუ როგორ მდგომარეობაში ვარ – მარტო „მაესტრომ“ გააშუქა მეტმა არავინ
Next: გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მათი დამქაშები – არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025