Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთისა და უკრაინის შერიგება „გარდაუვალია“ და „ეს დროის საკითხია“ – ვლადიმერ პუტინი

მარშალ პრესი 04/05/2025
putini

რუსეთისა და უკრაინის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთ-უკრაინის შერიგების საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.

Post navigation

Previous: რა საოცრად წავიდა – ზურაბ ქადაგიძე დავით დოიაშვილზე:
Next: ისეთი დასახიჩრებული გადიოდა გვამები – გასახსენებლადაც უმძიმესია, ყოველდღიურად ასეთი ფაქტები ხდებოდა – დავით მირცხულავა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.