Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 15/06/2022
1111

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი სრულდება და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მრავალი მიმართულებით პოზიტიურად ვითარდება.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის რესპუბლიკა დაუჭერს მხარს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ფინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე.

შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ფინეთის რესპუბლიკას ნატოში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

Post navigation

Previous: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.