Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის გარკვეული დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება

მარშალ პრესი 04/05/2025
dimitri gvritishvili

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – განუცხადა ჟურნალისტებს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე ისე დაასანქცირა, რომ განმარტებით ბარათში მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდების დონეზეა საუბარი.

Post navigation

Previous: აბა მოქუჩდით ,,ფორმულას” ამბები მოგიყვეთ – ნინო ჯღარკავა
Next: ორშაბათიდან განახლდება საგამოძიებო კომისიის მუშაობა. დაახლოებით 400-ზე მეტი განაცხადია შემოსული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.