Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრიტანეთში პოლიტიკური პალიტრა იცვლება. გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერ აუვლის ევროპაც

მარშალ პრესი 03/05/2025
tamar chiburdanidze

დიდ ბრიტანეთში გამართულ შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, ევროპასა და ბრიტანეთში ჩრდილოვანი მმართველობა დასუსტდება და გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან.

„საინტერესოდ ვითარდება მოვლენები დასავლეთში. დიდი ბრიტანეთის შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ერთი ვაკანტური ადგილი პარლამენტში, მერის თანამდებობა და კონტროლი სამ ადგილობრივ საბჭოში მოიპოვა.

დიდი ბრიტანეთი ახალი რეალობის წინაშე დგას. იცვლება ისტორიული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლებას მორიგეობით იბარებდნენ ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიები. ბრიტანეთში პოლიტიკური პალიტრა იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ გერმანიის მსგავსად, იქაც განაჩენი არ გამოუტანეს მემარჯვენე პოპულისტურ პარტიას.

გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერ აუვლის ევროპაც, როგორაც არ უნდა აკრძალონ კონკურენტი პარტიები თუ შეუჩერონ მოღვაწეობა რეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერებს. ბრიტანეთს და ევროპას ჯერ კიდევ აქვს რესურსი არსებული პოლიტიკით მართონ ქვეყნები, თუმცა ახლო მომავალში ცვლილებები გარდაუვალი იქნება. მოსახლეობის ნება უზენაესია და მის აღსრულებას ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, პასუხი მარტივია – კარგად. პირველი ის, რომ ევროპა – ბრიტანეთში ჩრდილოვანი მმართველობა დასუსტდება, თუმცა ჯერ ვერ დამარცხდება და მეორე, გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან. ამიტომ, წარმატებები ვუსურვოთ მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალებს ევროპასა და ბრიტანეთში. ჩვენ კი ჩვენი ქვეყნის მართვა კვლავ დამოუკიდებლად და გარე ჩარევების გარეშე განვაგრძოთ,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: აღმაშფოთებელია, რომ ხდება განსხვავებული აზრის დევნა. ერთადერთი ძალაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „დიფ სთეითის“ მიერ ჩანერგილი ძალები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში
Next: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.