Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული

მარშალ პრესი 02/05/2025
tea tsulukiani1

ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო,- ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, რომან სურმანიძის მამას, ოთარ სურმანიძეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული.

„ბევრი რამ გადახდა აჭარას თავს და თქვენი გვარები, აჭარა-აჭარლები იდექით იქ, სადაც საქართველოსთვის ბედი წყდებოდა. ღირსებით იდექით საუკუნეების მანძილზე. ამისთვის ძალიან დიდ მადლობა.

ეს არის სხვებს შორის ის, რის გამოც თქვენი ოჯახები ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდნენ, შესაბამისად „ნავთლუღის სპეცოპერაციის “ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული, იმიტომ რომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ აჭარას, მათ შორის მთიან აჭარას მოვუფრთხილდეთ. ყველაფერი ალბათ ვერც ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ამაზე ვისაუბროთ ერთად სამუშაო რეჟიმში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ღირსება არ შევლახოთ აჭარის და აჭარლების, ეს არის ჩვენთვის სათუთი რეგიონი. ძალიან მიხარია, ვხედავ, რომ დღეს აჭარა ვითარდება, სირთულეები კვლავ არის მრავალი, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ და ასევე ბატონმა მიხეილმაც, რომ რეალურად, სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფრთხოდ რომ გეგრძნოთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს თავი, ერთადერთი თავშესაფარი მაშინ სააკაშვილის უმსგავსობის გამო სწორედ თურქეთში იპოვეთ. არასდროს არ დაგჭირვებოდეთ, რომ საქართველოდან სხვა ქვეყნისკენ გექციოთ პირი იმისთვის, რომ უსაფრთხოება სხვაგან გეძიოთ. საქართველო და აჭარა ყოფილიყოს თქვენთვის ის აკვანი, რომელიც არის თქვენი სამშობლო,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ – სოზარ სუბარი „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე
Next: ახმეტის მუნიციპალტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025