Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 02/05/2025
tea tsulukiani

„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს“-განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.

„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე? მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში
Next: იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს – დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა, მათ ამის არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025