Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ

მარშალ პრესი 01/05/2025
archil gorduladze

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე საუბრისას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება.

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებებს კი არა, ევროპარლამენტის 5-ზე მეტი ისეთი რეზოლუცია გვახსოვს, როდესაც ოფიციალური განცხადებები აბსოლუტურად ტყუილითაა გაჯერებული. მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ ჩვენს ქვეყანაზე საერთაშორისო არენაზე და ამავდროულად ქვეყნის შიგნით, პოლარიზაცია გაზარდონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

„ევროპის სახალხო პარტია“ – EPP რეზოლუციაში ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნოს.

Continue Reading

Previous: ბაჩიაშვილს მოუწევს ადრე თუ გვიან როგორც მოპარული თანხის დაბრუნება, რომლითაც სხვათა შორის, ძალადობრივ აქციებს აფინანსებდა, არამედ საქართველოს სასამართლოს წინაშე უშუალოდ წარდგომა
Next: საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025