Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა

მარშალ პრესი 01/05/2025
mariam kvrivishvili

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია.

მისივე თქმით, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2).

„ფაქტები აღქმების წინააღმდეგ:

Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია

ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა
თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი.
ასევე, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%)
მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2%)

ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – STR global)

Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

Continue Reading

Previous: ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით დაინტერესებულ მხარეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ
Next: თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025