Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში შესაძლოა მაიდანი მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე

მარშალ პრესი 01/05/2025
mm

ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

როგორც მან რუს პრანკერებს, რომლებმაც მას 2015-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ ელისეევის სახელით დაურეკეს, განუცხადა, თბილისში მომიტინგეები ჯერ კიდევ იკრიბებიან და საქართველოში, შესაძლოა, მაიდანი მოხდეს.

„ეს [მაიდანი] შესაძლოა მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე. ვფიქრობ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ“, – თქვა მასარომ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოში უზარმაზარ სამუშაოს ატარებს. ის იმედოვნებს, რომ ამერიკის კონგრესი მალე საქართველოს შესახებ ე.წ. Megobari Act-ს მიიღებს.

„დამიჯერეთ, ჩვენ უზარმაზარ სამუშაოს ვატარებთ საქართველოსთან მიმართებაში… ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონგრესში ძლიერ კანონპროექტს მივიღებთ. მადლობა ღმერთს, რომ ელჩი ზურაბიშვილს შეხვდა. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერში ცუდი იყო. ძალიან არ მინდა ვფიქრობდე, რომ ამერიკაში ჩვენ ცუდიდან უარესისკენ მივდივართ“, – თქვა მასარომ.

Post navigation

Previous: USAID-ი და NED-ი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ
Next: მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.