
მუქარა დაიწყო ოჯახზე. ჩემს მამიდაშვილს ანახეს ფილმი, დედაჩემი როგორ დადის პურზე, მეუღლე, სად აყენებდა მანქანას, ჩემი პატარა ძმისშვილი, ჩემს რძალს, როგორ დაჰყავს ბაღში და უთხრეს, კვარაცხელიას უთხარი თუ არ გაჩერდება მის ოჯახზე ყველაფერი გვაქვსო, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ უეფას მედიაოფიცერმა, ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობისა და განსხვავებული პოზიციის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასა და მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, განსხვავებული პოზიციის გამო, სააკაშვილის რეჟიმი მას სასტიკად გაუსწორდა.
„მე როდესაც დავინახე, რომ ფეხბურთშიც კი ერევიან და ფეხბურთის დეგრადაციისკენ წავიდა, ყველა სტადიონი გაიყიდა, ბევრი სტადიონი დავკარგეთ იმ დროს ერთი გაყიდული სტადიონი 500-1000 ბავშვის ქუჩაში წასვლას ნიშნავს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის მივხვდი, რომ ყველაფრის თავი და თავი სააკაშვილი იყო, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა და ნელ-ნელა მეც, არც ერთ პარტიაში არც მაშინ ვიყავი და არც ახლა ვარ, მაგრამ ოპოზიციის მიტინგებზე დავდიოდი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. მაშინ შემამჩნიეს, ამიყვანეს აღრიცხვაზე. 2008 წლის მარტში სერიოზული შიმშილობა იყო, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი შიმშილობდა. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე ვშიმშილობდი და იქ იყო საინტერესო მომენტები, რომ ყველა კარავში ერთ-ერთი მსტოვარი ჰყავდათ, რომელიც სრულ ინფორმაციას აწვდიდა. ეს მაშინ მივხვდი, როდესაც, ეს იყო მარტში შიმშილობა 2008 -ში, 1-ელ ივნისს მოხდა ჩემი გატაცება და ყველა ის სიტყვა, რაც მე იქ მითქვამს მთავრობის თუ პიროვნებების წინააღმდეგ ყველაფერი დამახვედრეს.
ამ მდგომარეობაში მიმიყვანეს საავადმყოფოში, ეს ფოტოებიც ჩუმად გადაღებულია. არავის არ უშვებდნენ.
მუქარა დაიწყო ოჯახზე. ჩემი ალალი მამიდაშვილი, რომელიც ახლა გარდაცვლილია დაიჭირეს რამდენიმე ხანში. არ უცემიათ, მობილური გადაუგდეს მტკვარში. ჩამიყვანეს ერთ-ერთ სარდაფშიო, თვალები აუხვიეს. უთხრეს, რომ ყველაფერი ვიცით, როგორ დადიოდი შენს ბიძაშვილთან და როგორ ამხნევებდი შიმშილობის დროს და აჩვენეს ფილმი ჩემს ოჯახზე გადაღებული. დედაჩემი, როგორ დადის პურზე, მეუღლე, სად აყენებდა მანქანას, ჩემი პატარა ძმისშვილი, ჩემს რძალს, როგორ დაჰყავს ბაღში. და უთხრეს, კვარაცხელიას უთხარი თუ არ გაჩერდება მის ოჯახზე ყველაფერი გვაქვს“, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, ის იძულებული გახდა, რომ წასულიყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ.