Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„სამ ათეულ წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის ძალებს დაუღალავი შრომით აშენებენ მრავალი თაობის საამაყო სამხედროები“

მარშალ პრესი 30/04/2025
00

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა პროფესიული დღე განსაკუთრებული პატივისცემით მიულოცა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მინისტრმა მათ სიმამაცისა და გამძლეობის სიმბოლო უწოდა. „თავდაცვის ძალების რიგებში ღირსეულად აგრძელებენ სამსახურს ჩვენი დაუმარცხებელი და გაუტეხელი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, თავდაცვის ძალების გამორჩეული ჯარისკაცები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მინისტრმა მხარდაჭერა აღუთქვა დაჭრილ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ცოცხალი გმირების გვერდით დგომა.

სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა პატივისცემა ვეტერანების მიმართ გამოხატა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეტერანების ძალისხმევით ჩამოყალიბდა თანამედროვე თავდაცვის ძალები. „მათ შექმნეს ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ქართული ჯარი, რითაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე თავდაცვის ძალებს და ასე ვამაყობთ ჩვენ დღეს“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

Continue Reading

Previous: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი
Next: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო – ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025