Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 30/04/2025
irakli chikovani2

საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქართული ჯარის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. „ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, განვაახლოთ ლოჯისტიკური საშუალებები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები“. მინისტრმა, ასევე ისაუბრა, არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების გატარებაზე. მისი განცხადებით, გრძელვადიანი დაგეგმვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივ განვითარებას ისახავს მიზნად, რათა  კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი შეიქმნას. 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, რომლის ჩართულობითაც ჯარის გაძლიერების და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აქტიური ნაბიჯები იდგმება. ირაკლი ჩიქოვანმა  მადლობა გადაუხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტს ქართული ჯარის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. მინისტრმა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქართული ჯარისადმი მტკიცე მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი. 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარების გზაზე სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი აღნიშნა. მისი განცხადებით, სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს. ირაკლი ჩიქოვანმა  მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს და აღნიშნა, რომ  ის 31-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი სამხედროს მაგალითად. ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების, სარდლების, ბრიგადის მეთაურების, ბატალიონის მეთაურების მიმართ თანამშრომლობისა და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

Continue Reading

Previous: რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს
Next: ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025