Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იყო ახალი გათხრილი საფლავი. დამაგდეს, დამიწყეს ცემა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო

მარშალ პრესი 30/04/2025
irakli gedenidze

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა.

მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.

„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ არ გაგივარდეს მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი კაი წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

Continue Reading

Previous: დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალაა – ირაკლი ჩიქოვანი
Next: “ქართული ოცნების” ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025