Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას

მარშალ პრესი 30/04/2025
irakli chikovani2

„ქართული ჯარი საქართველოს  ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე. 

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერა. მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. „ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა. 

 

ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის დღე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს და განაცხადა, რომ მათ ყველგან და ყოველთვის, სადაც უბრძოლიათ, საუკეთესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და მისი გაუტეხელი ბუნება. 

თავდაცვის ძალების 34 წლის იუბილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

Post navigation

Previous: განსაკუთრებული მადლობა ეკუთნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც მათი საყრდენი და მხარდამჭერია – ირაკლი ჩიქოვანი
Next: დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალაა – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.