Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკანში ოთხნი ვიყავით, შემეკითხნენ, რაზე ზიხარო, ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? არ ვიცი, ალბათ 20 წელს-თქო, რა გადაიღე ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი

მარშალ პრესი 30/04/2025
giorgi abdaladze22

გაყალბება თავიდან დაიწყო ვანო მერაბიშვილმა, უტიაშვილმა – ბრძანება მიშასი, განწყობა, რომ ყველა ფოტოგრაფი დასაჯეთო, შეასრულეს ამათ და თავიდან ბოლომდე შეთხზეს ეს საქმე, მერე გვაგინეს კიდევ იმის გამო, რომ მე მოდულის შენობაში გამოვაცხადე, მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ და ვიბრძოლებ ბოლომდე, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ განაცხადა, რომელიც “ნაცმოძრაობის” დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, „ფოტოგრაფების საქმეზე”, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრობს. მან ასევე გაიხსენა, რომ “მოდულის” შენობაში, მასთან ერთად საკანში ისხდნენ მკვლელობაში და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულები, როდესაც გაირკვა, რომ აბდალაძეს ფოტოს გადაღების გამო, 20-წლიანი სასჯელი ემუქრებოდა, ამან პატიმრებში სიცილიც კი გამოიწვია იმ ფონზე, რომ მის თანასაკნელს ადამიანის მკვლელობისთვის 7 წლიან სასჯელს აძლევდნენ.

“მოდულში დავინახე ნათია გედენიძე. ერთი ქალბატონის ხმა მესმოდა, მთელი ღამე ტიროდა, მოთქვამდა, არ ვიცი ვინ იყო, ალბათ ან ნაცემი იყო, მაგრამ მთელი ღამე გვესმოდა მისი ხმა. საპატიმროში, ოთხი ვიყავით საკანში და პატიმარი რას ეკითხება პატიმარს? – რაზე ზიხარ, რა მუხლი გაქვსო. ერთი მკვლელობაზე იჯდა, ერთი ნარკოტიკების დანაშაულზე და ერთი ეკონომიკურ დანაშაულზე. მკვლელობაზე ვინც იჯდა, 7 წელი მომისაჯესო. მე შემეკითხნენ, შენ რაზე ზიხარო, მე ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? ვუთხარი არ ვიცი, ალბათ 20-ს. ეს მუხლი ითვალისწინებდა თავიდან ათს და მერე გადადიოდა კვალიფიკაცია 20 წელზე. რა გადაიღე ბიჭო ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკებზე იყო დაპატიმრებული, მერე გლდანის საპყრობილეში შემხვდა, კედლებს ურტყამდა თავს, ეს სად მოვხვდი, ოღონდ გადავრჩეო.” – აღნიშნა გიორგი აბდალაძემ.

Continue Reading

Previous: ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას
Next: გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025