IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გასვლის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება თეთრმა სახლმა კონგრესსაც გაუგზავნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა. როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წლის ივლისში შევა ძალაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება