Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

მარშალ პრესი 28/04/2025
5005

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

„ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა
Next: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.