Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები

მარშალ პრესი 28/04/2025
mamuka mdinaradze1

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოსი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მეათე გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დამარცხდება.

„გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მეათე არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას. ჯერ კიდევ არის დრო. არ ვიცი, ჩვენი ოპონენტები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისთვის არიანგანწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.