Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა.

მარშალ პრესი 15/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი
ბიოსფერული რეზერვატი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით, აუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით, ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, ზრდის ტურისტულ პოტენციალს და, ამდენად, უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.
დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საერთაშორისო აღიარება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
ამ ისტორიული შედეგისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობდით. მადლობას ვუხდი ძალისხმევისათვის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს აუხირდა – შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს
Next: არადიპლომატიურია ჩვენი პრეზიდენტი – მაია ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.