Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია

მარშალ პრესი 27/04/2025
meupe iakobi

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, „თურმე, გარკვეული კანონების მიღება ამერიკასა და ევროპაში შეიძლება, თუმცა, საქართველოში – არა“.

„ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას – არა და დავრბივართ ქუჩებში. პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მე-100 დღე… მემილიონე დღეც ხომ არ უნდა იძახონ?! აქეთ ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, შენ თავს არავის დააჩაგვრინებს. ხომ უნდა იყოს თქვენთან ის ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მელაპარაკებოდნენ. არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება – ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ. არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

Post navigation

Previous: საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ცოცხლად წვავდნენ. არც ერთ დიპლომატს არ დაუგმია ეს ფაქტი
Next: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.