
სიმართლე გითხრათ, ჩანაწერებიდან ჩემთვის სიახლე არაფერი ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რასაც ხელისუფლება სულ ამბობს, მეთოდოლოგიაზე, რომლითაც დღეს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობაა დაკავებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ, დაბრენდილი, რომლის რაღაც ნაწილი ყოველდღე უზრუნველყოფს, რომ უნდა გაჩნდეს სათაური – რუსთაველი დღეს ისევ გადაიკეტა. ჩვენ უკვე დავემსგავსეთ რაღაც აბსურდის თეატრს და შევდივართ ერთგვარი პოლიტიკური ოპერეტას ჟანრში. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ დღეს უკვე ერთი სცენა შეცვალა მეორე სცენით. ახალი ამ მხრივაც არაფერი არ იყო, რადგან ეს ძალიან ნაცნობი მეთოდიკაა, ნებისმიერი გარე მოკავშირის, უცხოური ძალის მოძებნა, რომელიც დაეხმარება. ოთხი მეილი აქვს მე მგონი უჩა ნანუაშვილს გაგზავნილი რაღაც დეტალური პროექტებით, აღწერილობებით, თუ დაფინანსების მოთხოვნით და ბუნებრივია, ეს არის ის მიდგომა, რომლითაც სამწუხაროდ, გამოირჩეოდა ეს ოპოზიციური სპექტრი. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა.
არჩევნებამდე თუ ეს მაინც რაღაც შენიღბული იყო, რაღაც მაღალფარდოვანი სახელი ერქვა, პროექტი, დაფინანსება, დემოკრატიის გაძლიერება, თემის მობილიზება და ამგვარი სახელწოდებები, დღეს საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ეს არის სტრუქტურა, კოორდინირებული, ერთგვარი ენჯეო ველი, რომლის გამოკვება და ფინანსების უზრუნველყოფა არის ნომერ პირველი ამოცანა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩადებული ფული, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ძირითადი რბილი ძალით საგარეო ჩარევის უზრუნველმყოფი სააგენტო USAID-ი დაიხურა და დღეს ამ ფულმა საგრძნობლად დაიკლო. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მსგავს კარიკატურულ პროცესს და ინიციატივებს, რომ თურმე, არჩევნები უნდა ჩატარდეს სექტემბერში, სატელეფონო იქნება და ალბათ, დავით კეზერაშვილის რომელიღაც ქოლცენტრს გამოიყენებენ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.