Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში (ვატიკანის საელჩო) გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

მარშალ პრესი 25/04/2025
chanaweri

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა, სადაც მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის.

პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს. შეუძლებელია შეფასდეს მისი ღვაწლი, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესად გადაქცევას ისახავდა მიზნად.

პაპ ფრანცისკეს სახელს და ხსოვნას მომავალი თაობები ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წიგნში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.

Post navigation

Previous: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი
Next: საქართველო და აშშ-ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ – ლევან დავითაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.