Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს

მარშალ პრესი 25/04/2025
mamuka mdinaradze2

როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში, მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, რიგ შემთხვევაში უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ, რაც მოწყვეტილია საერთოდ რეალობას. ერთია რა არის სინამდვილეში და მეორეა რას აცხადებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” ევრობიუროკრატიისა და აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე, იმიტომ, რომ ესე იგი რაღაც ინტერესი არსებობს. „მოლდოვა და უკრაინა თურმე ახლოს არის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპასთან და საქართველოა შორს.

რას ვერჩით ხოლმე, მაგრამ იმდენად ბრწყინვალე და თვალსაჩინო მაგალითია უსამართლობისა, როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, ის კი არ უნდა განსაჯო და განიხილო და იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, შენ თავსაც აღარ უნდა აკადრო, რომ მათი განცხადება, ვინც ამას კადრულობს, სწორია თუ არასწორია, არამედ უნდა დასვა კითხვა – რატომ ხდება ასე. არ არის აქ რაღაც განსაკუთრებული ჩაღრმავება საჭირო, ყველა ადამიანს აქვს გონებრივი შესაძლებლობა საიმისო, რომ იფიქროს, რატომ შეიძლება საქართველოზე, ყველაზე კრიტიკულად, ნებისმიერ მოვლენას რომ თვალი გადაავლო, ამბობდნენ, რომ მოლდოვაზე უკან არის დემოკრატიის თვალსაზრისით, რეფორმების თვალსაზრისით, ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ევროპული ღირებულებების გატარებით, რატომ? ის კი არა ასეა თუ არა, ასე თუ არა შეურაცხყოფაა უკვე ადამიანისთვის, რომ ეუბნები გჯერა, რომ მოლდოვა უფრო წინ არის? არ უნდა კითხო ადამიანს შეურაცხმყოფელია, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს. რაღაც ინტერესები რომ არსებობს პოლიტიკაში და ქვეყნებს თუ კონკრეტულ ჯგუფებს ეს ინტერესები აქვთ, ეს ხომ ბუნებრივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი
Next: პირდაპირპროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. დღეს, რადგან იმდენი ფული აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია რამდენი ფულიც აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.