IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა ღამის კურიერში, გიგი უგულავას ინტერვიუს ეხმიანება:

“გიგი უგულავა ირაკლი იმნაიშვილთან! – პრინციპი კი არა, კინტექსტია პოლიტიკაში მთავარიო! -აი, როგორ არ დავეთანხმო . ძალაუფლებაში სატივტივოდ მთავარი რომ მიზანია და მის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია, ეგ თავის დროზე უფრო კოხტად თქვა მაკკიაველმა.

ოქრუაშვილი ორი წლის წინ წითელი ხაზი იყო, ახლა ძმააო ; გრიგოლ ვაშაძე ნუგზარა იყო “მიმინოდან”, დღეს ეგეც ძმააო! -კონტექსტია მანდ მთავარიო! – მოკლედ, გახლართა იმნაიშვილმა კონტექსტებში და ლოგიკა არ გივარგაო  ჟურნალისტს ეუბნება! – ეს ამომრჩეველსაც შტერად ჩათვლის მალე – რას ჰქვია, ჩემი ჩანაფიქრების ღრმა კონტექსტები ვერ ამოხსენითო!

ამოვხსენით, გიგი, ამოვხსენით! – რომელი მრავალუცნობიანი განტოლება შენ მყავხარ?  2×2-ვით მარტივია ეგ ამბავი. პირდაპირ თქვი, რომ ძალაუფლება გინდა და ეშმაკსაც გაურიგდები მაგისთვის”– წერს ლელა კურდღელაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება