Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის

მარშალ პრესი 24/04/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალების ბულინგმა შედეგი ვერ გამოიღო და ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ჩამოვიდა.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა როდესაც ნახეს რომ მათთვის ეს პოზიცია წამგებიანი იყო, რადიკალების ნაწილმა შეხვედრისათვის მზაობა გამოხატა.

„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ვიზიტი არ შემდგარიყო, ეუთოს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. როგორც ჩანს, არ აპირებდა ოპოზიცია შეხვედრას იმიტომ, რომ მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი. მაგრამ, მერე ნახეს, რომ ეს წამგებიანი იყო მათთვის, გარკვეული ნაწილი გამოეყო ოპოზიციას და გამოხატა მზაობა შეხვედრისათვის. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკას, ბულინგსა და შეურაცხყოფას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
Next: ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.