IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, მხარდაჭერას უცხადებას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს, ასევე 112-ის იმ ოპერატორს, ვისთანაც ჰქონდა საუბარი იაკობ ბრეგვაძეს ტრაგედიის ღამეს და რომლის ჩანაწერებიც დღეს გამოქვეყნდა.

“პირველ რიგში ჩემი პირადი მხარდაჭერა იაკობ ბრეგვაძეს, აი ამ მაგარ ბიჭს, სრულფასოვან მოქალაქეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას უდანაშაულოს ,დღეს კლავს საზოგადოების ნაწილი, თან ჯგუფურად. დიდხანს იცოცხლე შვილო, ეს მოქალაქეობრივი გრძობა და საქციელი “გადასდე” სხვასაც,შენი თაობიდან.

მაგარი ბიჭი ხარ, მისაბაძი, საამაყო. ამის შემდეგ ჩემი მხარდაჭერა 112 -ის  იმ ოპერატორ ბიჭსაც, რომელსაც ასევე ვკვლავთ, ისიც ჯერ ცოცხალია მძორიჭამიებო და ჯვარი ეწეროს. ის როგორც სხვა, ასევე ასრულებდა ზუსტად წესის მიხედვით იმას, რაც ასწავლეს. მოქალაქეა ისიც.

და ბოლოს: უკვე ცაში გაფრენილ ანგელოზს ჩემი გულწრფელი ლოცვა-ვედრება და თხოვნა უფლის მიმართ, რომ იქ სასუფეველში ანგელოზად მყოფს, ელოცოს უდანაშაულო თანატოლებზე და ასევე დამნაშავე თანატოლებზეც. ვინ იცის რამდენ სიხარულს მოუტანდა ქვეყანას მისი გამარჯვებებით და რამდენჯერ აგვატირებდა სიხარულით, მაგრამ ახლა ყველა ტირის მისი ნაადრევად ზეცად ასვლით.
საკმარისია.”- წერს სოსო გოგაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება