Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთოს გენმდივანმა, პრაქტიკულად, ის გზავნილები გააჟღერა, რასაც ქართულ საზოგადოებას ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ვაწვდით

მარშალ პრესი 23/04/2025
guram macharashvili

„არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ მშვიდობა მსოფლიოში აქტუალური საკითხი გახდა, ამ ფონზე კი ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირი რომ ჩამოდის, [როგორიც ეუთოს გენმდივანია], ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თემაზე კომენტირებისას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, გარე ძალებისგან მართული რადიკალური ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, რომ ეუთოს გენმდივანიც დაემუნათებინათ და მას ქვეყანაში სტუმრობაზე უარი ეთქვა, მისი ვიზიტი საქართველოში მაინც შედგა.

„ეუთოს გენმდივანმა, პრაქტიკულად, ის გზავნილები გააჟღერა, რასაც ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ვაწვდით – რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, თან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთლიანად, რეგიონში.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული მშვიდობა დიდწილად განაპირობებს რეგიონში არსებულ მშვიდობას.

მსოფლიოში არჩევნების ერთ-ერთმა მთავარმა შემფასებელი ორგანიზაციამ ფაქტობრივად, აღიარა, რომ ჩვენთან კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, ახლა კი მისი გენმდივნის მაღალი დონის ვიზიტიც ვიხილეთ ჩვენთან, იმ ფონზე, რომ იანვარში ეუთოს ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გარე ძალებისგან მართული რადიკალური ოპოზიციის დამუნათების გავლენით საქართველოში სტუმრობა გადადო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
Next: ისტორიაში პირველად – სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025