Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

მარშალ პრესი 22/04/2025
01

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

კონფერენცია რომლის მთავარი თემა „სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობა – პრაქტიკული ასპექტები“ იყო ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. 

 

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. 

 

მომხსენებლებმა სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობაზე, საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებზე, არჩევნებში ჩართული მხარეების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე, ამომრჩეველთა განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კარგი პრაქტიკა გაუზიარეს ერთმანეთს. 

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრების განმავლობაში გიორგი შარაბიძემ და გიორგი სანტურიანმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2025 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრეს. 

 

საერთაშორისო კონფერენცია 15-16 აპრილს, ვილნიუსში გაიმართა და მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

 

Continue Reading

Previous: საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს
Next: მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა -პოლიტიკოსების მოტივი არა სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟის და ცრუ განგაშის ატეხაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025