Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომის პაპმა გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ

მარშალ პრესი 22/04/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

ექსპერტის თქმითვე, ერთ-ერთი ქადაგების დროს პაპმა გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ იყო მიმართული, საფრთხეს უქმნიდა თავად ევროკავშირს. „აწ გარდაცვლილი რომის პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა თავის წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.

2020 წლის 22 ოქტომბრის წერილში, რომელიც მიმართული იყო კარდინალ პიეტრო პაროლინისთვის, ის წერდა, რომ იდენტობის დაკარგვა თავად ევროპული კავშირისათვის წარმოადგენს საფრთხეს. მან ხაზი გაუსვა “ჯანსაღი სეკულარიზმის” საჭიროებას, რომლის დროსაც ღმერთი და სახელმწიფო განცალკევებულნი კი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურა ან პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოკლებულია “ტრანსცენდენტურისადმი” ღიაობას, ვერ გამოხატავს სათანადო პატივისცემას ადამიანის პიროვნებისადმი.

იმავე წლის დეკემბრის თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართული წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ – საფრთხეს უქმნის ამ ორგანიზაციის შენარჩუნებას. ამრიგად, პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამდა იმას, რომ იდენტობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ევროპის მომავლისათვის და მისი უნარისათვის, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
Next: ცესკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025