Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სულ ცოტა ხანში სლოგანი “ევროპას – კი, ევროკავშირს – არა” მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს

მარშალ პრესი 19/04/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას „აშშ მზად არის, უარი თქვას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ძალისხმევაზე, თუ უახლოესს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა არ გამოჩნდება“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ამ განცხადებით ამერიკამ ბრიუსელს ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში მათი მომავალი ბედი არ აღელვებს.

„უკრაინის კრიზისის მშვიდობით დაგვირგვინების პროცესიდან აშშ-ს გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატების “ქორების” პარტია (საფრანგეთი, გერმანია + დიდი ბრიტანეთი და მათი ბალტიისპირელი ლაქიები) ხვალ შეიძლება პირისპირ დარჩეს “ჟანგიანი ტანკების” ამარა დარჩენილ რუსეთთან. კრემლთან კუნთებით თამაშს ევროკავშირის დანარჩენი წევრი სახელმწიფოები ნამდვილად არ აპირებენ, ამიტომ გაუგებარია, რაზე არიან წამსვლელები ქალბატონ ურსულას “უშიშარი” რაზმები, როდესაც ამ ომში მათ ის უკანასკნელი უკრაინელიც გამოელევათ. ამ განცხადებით, აშშ-მ ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში ბრიუსელის მომავალი ბედი მას დიდად არ აღელვებს.

პრაგმატიკოსი ევროპელი ლიდერები ამიტომაც, სთავაზობენ დონალდ ტრამპს იმეგობროს ევროპასთან და არა ევროკავშირთან. ამას მიუძღვნა თავისი წარმატებული ვოიაჟი ვაშინგტონში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ. სულ ცოტა ხანში სლოგანი “ევროპას – კი, ევროკავშირს – არა” მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ენჯეოები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა – ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო, ის სისტემური ჰაკერივითაა
Next: გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025