Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს

მარშალ პრესი 18/04/2025
shalva papuashvili

აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, სჯობს ოპოზიცია უკვე რადიკალურ ექსტრემისტულ ჯგუფებად მარგინალიზდეს.

„აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ვგულისხმობ ექსტრემისტულ, რადიკალურ ოპოზიციას. რაც უფრო მალე ჩაეხსნებიან საარჩევნო პროცესებს ზოგადად და საბოლოოდ მარგინალიზდებიდან რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებად, გარკვეული პერიოდი უნდა ავიტანოთ და მერე თვითონვე განილევა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დაპირებაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.

„არჩევნებამდე მათ შორის სამართლებრივი პროცედურებია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტების დაცვით, გამჭვირვალედ და სრული დასაბუთებით მომზადდეს. ამას დრო სჭირდება და არ არის საჩქარო. ისიც ვიცით, რომ რომც გამოვიდნენ არჩევნებში იქ იმავე პასუხს მიიღებენ, რასაც აქამდე უკვე 13 წელია იღებენ. პირიქით, ეს უფრო გააძლიერებს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს
Next: გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ – გური სულთანიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025