Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინ დაიწყო ომი, ამას გამოძიება არ სჭირდება, ამას პასუხი გასცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და შესაბამის დასკვნას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, როგორც ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, ან ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი

მარშალ პრესი 17/04/2025
irakli kobakhidze

ვინ დაიწყო ომი, ამას გამოძიება საერთოდ არ სჭირდება, ამას პასუხი გასცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და შესაბამის დასკვნას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“,იგივე აქვს დადასტურებული მათ პრეზიდენტს, ყოფილს, სალომე ზურაბიშვილს და ა.შ.  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა თავადვე დაადასტურა, რომ თვითონ დაიწყეს ომი.

„როგორც ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ საქართველომ მოკლა ან სანდრო გირგვლიანი, ან ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, სისხლიანმა რეჟიმმა. ზუსტად ასევე, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ბევრი სხვა.

ეს იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, აგენტურა. აგენტურა როცა იწყებს ომს, თან გაყალბებით მოსული ხელისუფლებაში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორ გაყალბდა სამარცხვინოდ, მარტო სტატისტიკაც საკმარისია ამის დასადასტურებლად.

არალეგიტიმური, კრიმინალური რეჟიმი როდესაც იწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა, აგენტურამ დაიწყო ომი დავალებით, დაკვეთით ამ ქვეყანაში. ვინ დაიწყო, ეს საერთოდ გამოსაძიებელი არ არის, ხელი მოაწერა იმ ხალხმა, ვინც დაიწყო“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ე.წ. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სამ თვეში ქვეყანა ჩამოიქცეოდა ეკონომიკური კუთხით – გავიდა სამი-ოთხი თვე და ჩვენ ვდგავართ მყარად – რადიკალების ამოცანაა, რომ დავასანქცირებინოთ და ქვეყანა დავაქციოთ, ჩვენი ამოცანაა საპირისპირო
Next: ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.