Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის

მარშალ პრესი 17/04/2025
irakli kobakhidze

რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს.

„ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი, საუბარი შედგა, მათ შორის აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ – ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. გახსოვთ, ტრამპის ცნობილი სიტყვები, ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას. ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს.

„დიფ სთეთი“ რამდენად შეიძლება, განადგურდეს არ ვიცი, საუბარია სერიოზულ ძალაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც უფრო მეტად დასუსტდება, მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ გვინდა სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ეს იყო ფურცელზე არსებული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება გუნდური სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენი სურვილი ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ენჯეო და ქართველი ხალხი არაფერ შუაშია ერთმანეთთან, ეს არის მახინჯი პროპაგანდა, არ შეიძლება, 5 ათას ეკა გიგაურს ვიღაცამ დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოება და ღვაწლმოსილ პროფესორებს დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება, ეს არის სირცხვილი
Next: უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025