Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 15/06/2022
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებით, 16 ივნისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ერთი მხრივ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ, თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე 1 კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან, ივლისში, საქართველო იყო პირველ ადგილზე და ახლა არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას შეიძლება მხოლოდ უმძიმესი შეფასება მიეცეს.

პრეზიდენტის ეს ე.წ შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე 1 კვირით ადრე აცხადებს, რომ:

ვციტირებ: – არგუმენტები არ დაგვრჩა და კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი რჩება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება.

რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პრეზიდენტის განცხადებები არაადეკვატურად შეაფასა.

Continue Reading

Previous: საქართველო მიწვეულია ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე, ეს არის სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება
Next: ირაკლი კობახიძის განცხადება სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის საპასუხოდ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025