Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2012-2016 წლები ბეწვის ხიდზე იარა ბიძინა ივანიშილმა

მარშალ პრესი 16/04/2025
irakli kobakhidze3

2012-2016 წლები ბეწვის ხიდზე იარა პირველ რიგში ბიძინა ივანიშილმა, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა, განსაკუთრებით ის 4 წელი, რადგან კოალიცია იყო და ეს კოალიცია შედგებოდა მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც აგენტურით იყო დაკომპლექტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აქ არ იგულისხმება ყველა, თუმცა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები „დიფ სთეითის“ აგენტურის წარმომადგენლები იყვნენ.

„წარმოიდგინეთ, 4 წელი რა მასშტაბის მანევრირება უწევდა „ქართულ ოცნებას“. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ზეწოლის ინსტრუმენტები იყო ბევრად უფრო ძლიერი. გეტყოდნენ, ეს არ დაიჭირო – ვერ დაიჭერდი; ეს დაიჭირე და ა.შ.

პირდაპირ ასე მიდიოდა გარჩევა, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს დამნაშავე არ შეგიძლია დაიჭირო, ეს დამნაშავე შეგიძლია, დაიჭირო. ყველამ იცოდა, რომ დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება სააკაშვილის დაჭერა, იმის დაჭერა, ამის დაჭერა და ა.შ. პირდაპირ ახარისხებდნენ აგენტებს, არააგენტებს. „ნაცმოძრაობაშიც“ ხომ ასე იყო, დამნაშავე შეიძლება იყო ადამიანი, მაგრამ ვიღაც იყო ხელმოწერილი აგენტი და ვიღაც არ იყო ხელმოწერილი აგენტი. ხელმოწერილი აგენტი არ შეიძლებოდა დაგეჭირა, ვიღაც თუ არ იყო ხელმოწერილი აგენტი, შეგეძლო დაგეჭირა. ასეთი დამოკიდებულება იყო, რა თქმა უნდა, შეზღუდული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და ამის გამოხატულება იყო გახარიას გაპრემიერებაც, მაგრამ, მადლობა ღმერთს, 2021 წლიდან ჩვენ ამ დამოკიდებულებისგან არსებითად გავთავისუფლდით. ახლა აღარ გვიწევს ასეთი ტიპის კომპრომისებზე წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ბოლომდე მკაცრად დავიცვათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

Continue Reading

Previous: არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა – მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას
Next: პროცესები ისე მიდის ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, ცვლილებების დრო აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025