Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას, არ ემსახურები ხელოვნებას – იმას, რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ, სადაც იყავი

მარშალ პრესი 16/04/2025
giorgi gabunia

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით პირად შეხედულებაზე დაფუძნებული პოლიტიკური განცხადებების, თეატრის მიზანმიმართული პარალიზების და დებულებით გათვალისწინებული უმთავრესი ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნებრივი და ლოგიკურია.

“როდესაც, სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით აკეთებ პირად პოზიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ განცხადებებს, ამავე დროს მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას და არ ემსახურები ხელოვნებას, იმას რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ სადაც იყავი.

და ასევე! თეატრი, მუზეუმი, ანსამბლი თუ სხვა კულტურის ორგანიზაციები არის და უნდა იყოს სრულად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და ამ პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან და მითუმეტეს ხელოვნებასთან.” – წერს გიორგი გაბუნია.

Post navigation

Previous: რუსეთის პრეზიდენტს, აგვისტოს ომის შემდეგ, მხედრულ სალამს წითელ მოედანზე აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები
Next: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.