IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ვიცით, რომ აფრასიძეების საქმე მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო, მე მივეცი ბრძანება და ორგანიზებაც მე გავუკეთეო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, თუკი ოჯახი ამ საქმეზე კითხვები აქვს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს, ეს მისი უფლება.

„მე ვერ ჩავანაცჩავანაცვლებ პროკურატურას. მან უნდა გადაწყვიტოს დანაშაულის ნიშნები იყო თუ არ იყო. ფაქტია, ის ვიცით, რომ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო, მე მივეცი ბრძანება და ორგანიზებაც მე გავუკეთეო. ფაქტია ისიც, რომ ამ შეტევის შემდეგ, ერთ ადამიანს ფსიქიური პრობლემები შეექმნა. მკვლელობა პატარა ბავშვის წინ მოხდა, მაგრამ თვითონ ეს ოპერაცია რამდენად სამართლის ჩარჩოში ჯდებოდა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრება მქონდეს, მაგრამ არანაირად, არც მე და არც სხვას არ ვურჩევ რომ ამასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთოს. ჩვენ ოჯახს ვერ დავუშლით, გინდ წინასაარჩევნოდ იყოს და გინდ არჩევნების შემდეგ, რომ პროკურატურას მიმართოს. ფაქტია, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ჩარევა არც მოხდება და არც მომხდარა. ეს წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. ვისაც უნდა დაიჭერდნენ, ვისაც უნდა გაათავისუფლებდნენ, ვისაც უნდოდათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას წაართმევდნენ. ამიტომ ეს თემა სამართლებრივი კუთხით უნდა განვიხილოთ და არა პოლიტიკური“, – განაცხადა გია ვოლსკიმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება