Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყოველთვის ვამბობდი, რომ კი არ მომიკლეს შვილი, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, ნელი სიკვდილით მომიკლეს – თამაზ მოლაშვილი

მარშალ პრესი 16/04/2025
tamaz molashvili

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც თავისი ვაჟის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, სულხან მოლაშვილის საპატიმროში ყოფნის პირობებს იხსენებს და აცხადებს, რომ „აუტანელი პირობები იყო“.

მისივე განცხადებით, მას შვილი ნელი სიკვდილით მოუკლეს.

„[საკანში] აუტანელი პირობები იყო. დასაჯდომი სკამი არ ჰქონდა, სინათლე არ ჰქონდა, რაღაც ერთი ჭუჭრუტანა იყო პირი რომ მიედო ადამიანს და ესუნთქა. საკანში საჭმელი მიუტანიათ და ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა საჭმელი. საჭმელსაც არ აჭმევდნენ წესიერად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კი არ მომიკლეს შვილი, დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, ნელი სიკვდილით მომიკლეს“.-განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

Post navigation

Previous: ამ წუთის მდგომარეობით, ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას
Next: მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრობისას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.