Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად ტრაგედია უნდა მომხდარიყო? მაინტერესებს ევროპელი „დაუძინებელი მეგობრების” პოზიცია

მარშალ პრესი 16/04/2025
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ რადიკალი აქტივისტების მიერ 29 ნოემბრის აქციაზე ბლაგვი საგნის სროლის შედეგად დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.

ექსპერტი მიმართავს ევროპელ „დაუძინებელ მეგობრებს” და ინტერესდება, ამ ფაქტზე რა რეაქცია აქვთ. ასევე წერს, თუ როგორ გაბედეს ავაზაკთა ბანდის მშვიდობიან მომიტინგეებად შერაცხვა.

„აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად, ტრაგედია უნდა მომხდარიყო? ჩვენი ევროპელი დაუძინებელი მეგობრების პოზიცია მაინტერესებს, ეს არის მშვიდობიანი აქცია? როგორ გაბედეთ, ავაზაკთა ბანდის, აქციის მშვიდობიანი მონაწილეებად შერაცხვა. ეს არის თქვენი „დემოკრატია” და ორმაგი სტანდარტი.

ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქუჩაში მდგომი ადამიანებს, მშვიდობიან აქციასთან საერთო არ აქვს. ეს არის რადიკალ ადამიანთა ჯგუფი, რომლის მიზანს სახელმწიფოსთვის და ადამიანისთვის ზიანის მიყენება წარმოადგენს. იმედს ვიტოვებ,რომ თითოეული მოძალადის იდენტიფიკაცია მოხდება და დამნაშავე უმკაცრესად იქნება დასჯილი” – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
Next: ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.