Skip to content
27/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არსებობს ასეთი მოძრაობა „ჰიზმეტი“ . პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოძრაობას ბრალს დებს ტერორიზმში – გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში

მარშალ პრესი 15/04/2025
jondi baghaturia

„გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. „ჰიზმეტი“ არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში, დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული არის 49 ათასი კაცი“- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება.

როგორც ბაღათურია აღნიშნავს, „ჰიზმეტი“ აკეთებდა იმას, რასაც გიული ალასანია. „იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ ამათ დანიშვნებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა სახელმწიფოებში“.

„შავი ზღვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ასევე გიული ალასანია. ამ დროს იყო თავისი უნივერსიტეტის რექტორიც, მაგრამ იქაც დანიშნული იქნა პრორექტორად. როგორც შემოსავლის დამატებითი წყარო იყო. არსებობს ასეთი მოძრაობა „ჰიზმეტი“ , ფეთჰულაჰ გიულენის „ჰიზმეტი“. პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოძრაობას ბრალს დებს ტერორიზმში, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა პრეზიდენტის მკვლელობა და სახელმწიფო გადატრიალება (2016 წლის ცნობილი გადატრიალება). შავი ზღვის უნივერსიტეტი და მე რომ ვთქვი უცხოური ფული, ეს არის ამის მეწილე. გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში.

„ჰიზმეტი“ არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში, დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული არის 49 ათასი კაცი. ძირითადად არიან მოსამართლეები, განათლების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სპეცსამსახურები და სამხედროები, თურქეთის სახელმწიფოს ბრალდებით როგორც არის. რას აკეთებს „ჰიზმეტი“?! – რასაც გიული ალასანია. იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ ამათ დანიშვნებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა სახელმწიფოებში. თურქეთი საქართველოსთან შედარებით, საკმაოდ აღმატებული რესურსების სახელმწიფოა ხომ? 49 ათასი კაცი იყო თურქეთის სახელმწიფო ორგანიზმში ჩანერგილი, ძირითადად მოსამართლეები. გახსოვთ, აქ რომ ითხოვდნენ სასამართლოს რეფორმის დროს უცხოელებმა დანიშნონ მოსამართლეებიო?- ასე მივიღებდით ჩვენ ახლა სასამართლო სისტემას, რომელიც ჩამოშლიდა სახელმწიფო ვერტიკალს და დაამხობდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს.“-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

Post navigation

Previous: გამოძიების დროს ნანუკა [ჟორჟოლიანი] შემოვარდა ორი ოპერატორით და რუსთავი 2-ის ეთერში გამომაცხადა, რომ ვარ იაპონურ მაფიასთან შეკრული
Next: მინისტრის საათი არის კარგი ფორმატი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწევები და ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.