Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მათ აქვთ ცოდნის უფლება, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა “ტექნიკურ უნივერსიტეტს” წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას, ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა “საქართველოს უნივერსიტეტი”

მარშალ პრესი 15/04/2025
tea tsulukiani1

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ყოფილ და ამჟამინდელ სტუდენტებს, ასევე მათ მშობლებს სიტყვით მიმართა.

თეა წულუკიანი და საგამოძიებო კომისიის წევრები პატივისცემას უდასტურებენ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს, ასევე მათ მშობლებს, მაგრამ თვლიან, რომ ისინი იმსახურებენ იმის ცოდნის უფლებას, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას, გიული ალასანიას და მან იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა „საქართველოს უნივერსიტეტი“.

„ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა წეღან რჩევა მომცა და მინდა ეს რჩევა რა კი გვეჩქარება, მისი ნებართვით გავახმოვანო. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტზე, იმ უმსგავსობაზე რაც გიული ალასანიამ ჩაიდინა. როდესაც თავის შვილთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, სახელმწიფო უნივერსიტეტს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა ქონება და იქ საკუთარი ბიზნესი მოიწყო. ამ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს, არაერთი სტუდენტი, დიდი უმრავლესობა იქ უკვე ნასწავლი გამოშვებულების ან ამჟამად მყოფი სტუდენტებისა, თავიანთი ოჯახების მრავალი ძალისხმევის შედეგად იმ დიდ თანხებს იხდიან, რომელიც გიული ალასანიას ჯიბეში მიდის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები დადგნენ ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებთ. ბატონი ალუდას რჩევა იყო ეს, რომ საჯაროდ გვეთქვა და ვამბობ ამას კომისიის სახელით, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ცოდნის უფლება, კერძოდ ცოდნის უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ სახელმწიფო უნივერსიტეტს წაართვა ქონება მისცა საკუთარ დედას და ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა საქართველოს უნივერსიტეტი. იქ მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას მათი უფლებაა ამის შესახებ უბრალოდ იცოდნენ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი რუსთავი 2-ის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი
Next: ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენიც – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.