Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია, მარტივად მოხსნას ეს ბარიერი

მარშალ პრესი 15/04/2025
SHALVA PAPUASHVILI

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია, ძალიან მარტივად მოხსნას ეს ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსდვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებაზე, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია.

„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია. ამიტომ ჩვენ ველოდებით ზუსტად ამას. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: წულუკიანმა რომ დამიძახოს კომისიაზე, დიდი სიამოვნებით ამოვაძრობ ენას – ლევან ხაბეიშვილი
Next: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.