Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

დღეს ევროპაში ძალიან ბევრი აცნობიერებს იმას, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი

მარშალ პრესი 14/04/2025
maka bochorishvili

ძალიან ბევრი აცნობიერებს დღეს ევროპაშიც სწორედ იმას, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, ყველა აცნობიერებს ასევე იმას, რომ ურთიერთობები დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია.

„ჩვენ ვიცით, როგორ მოხდა ბრიუსელის, ევროკავშირთან დაკავშირებული თემების ინსტრუმენტად ქცევა საქართველოსთან მიმართებით და ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავება, სადაც ცენტრალურ როლს ასრულებს ევროკავშირის საკითხი და სწორედ ამის ნაწილია ის ასე ვთქვათ გაბუტულად პოზიციონირება ბრიუსელის მხრიდან, როდესაც ისინი ვითომცდა თავს არიდებენ მაღალი დონის კავშირებს საქართველოსთან. თუმცა ერთი რამ არის – დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია ურთიერთობები და ამას თვითონაც კარგად აცნობიერებს ყველა. ის, რომ საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომები განხორციელდა, ესეც ნელ-ნელა მე ვფიქრობ ძალიან ბევრისთვის არის გასაგები და ძალიან ბევრი აცნობიერებს დღეს ევროპაშიც სწორედ იმას, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი“, – განაცხადა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
Next: სხვა დროს იცოდეთ ხოლმე, როგორ ისაუბროთ ადამიანებთან – სოზარ სუბარი გიორგი გახარიას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025